20 თებერვალს, 11.00 სთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია „საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება: ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პერსპექტივები“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიული პროგრამის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
მოხსენებები კონფერენციაში მონაწილეობისათვის 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: Salome.tchanturidze@tsu.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, ასევე, თემის სათაური (მაგ. სალომე ჭანტურიძე, საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების ისტორია).
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული
სასურველია, მოხსენებას დაერთოს პრეზენტაცია, შესრულებული PowerPoint-ის ფორმატში (არაუმეტეს 15 სლაიდისა).
პრეზენტაციის წარდგენის დრო - 10 წუთი; კითხვა-პასუხი - 5 წუთი
ნაშრომის გაფორმება:
სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
არეები: ზედა – 20 მმ; მარცხენა – 20მმ; მარჯვენა -20 მმ; ქვედა - 20მმ;
შრიფტი, Sylfaen 12, სტრიქონებს შორის მანძილი 1.5Pt;
ნაშრომს უნდა დაერთოს სატიტულო გვერდი და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა;
სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს Word-ის 10 გვერდს.